ზოგადი წესები და პირობები

მოკლე მიმოხილვა

წინამდებარე დოკუმენტში და RENXO-ს პორტალზე აღწერილი ნებისმიერი სერვისით სარგებლობა გულისხმობს გამოყენების შემდეგ პირობებზე თანხმობას და მათ სრულ გააზრებას (აღნიშნული პირობები უფრო დეტალურად განმარტებულია ქვემოთ).

RENXO თავისი ინტერნეტსაიტის მეშვეობით გთავაზობთ ზარის მონოფონიურ და პოლიფონიურ მელოდიებს (ზარის მელოდიებს), ზარის MP3-ფორმატის მელოდიებს, ეკრანმზოგებს, ფონებს, თამაშებს, აპლიკაციებს, ვიდეოებსა და სხვა სერვისებს. ქვემოთ მითითებული წესები და პირობები („გამოყენების პირობები“) არეგულირებს ყველა იმ სერვისსა და კონტენტზე (მაგალითად, ტექსტებზე, სურათებსა და ხმოვან ჩანაწერებზე) წვდომას (მათი გამოყენებისა და შეძენის ჩათვლით), რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის ნებისმიერი ამჟამინდელი თუ სამომავლო ტექნოლოგიით, მაგ., WAP-ტექნოლოგიით (მონაცემთა უსადენო გადაცემის პროტოკოლი), SMS-ტექნოლოგიით (მოკლე ტექსტურ შეტყობინებათა გაგზავნის სერვისი) ან ინტერნეტით. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ გამოყენების ამ პირობებს. გირჩევთ, ამობეჭდოთ და შეინახოთ ასლი. თუ გამოყენების ამ პირობებს არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ გამოიყენოთ და არც შეიძინოთ იმ საშუალებებით შემოთავაზებული სერვისები ან/და პროდუქტები, რომლებიც მითითებულია გამოყენების ამ პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ მათი გამოყენება გულისხმობს როგორც ამ დოკუმენტში გაწერილი ხელშეკრულების პირობებზე, ისე ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებაზე სრულ თანხმობასა და მათ დაცვას. პროდუქტებზე ან/და სერვისებზე წვდომა, მათი გამოყენება ან/და შეძენა გულისხმობს ხელშეკრულების პირობებზე უყოყმანოდ და სრულად თანხმობას.

გამოყენების პირობები

  1. შემოთავაზებული ზარის მონოფონიური და პოლიფონიური მელოდიები, ზარის MP3-ფორმატის მელოდიები, ეკრანმზოგები, ფონები, თამაშები, აპლიკაციები ან/და ვიდეოები (შემდგომში „პროდუქტები“ ექვემდებარება გამოყენების წინამდებარე პირობებს, რომლებიც, შესაძლოა, RENXO-მ პერიოდულად განაახლოს.
  2. გამოყენების ეს ზოგადი პირობები არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ RENXO-ს პორტალის მეშვეობით შემოთავაზებული გარკვეული სერვისები, დამხმარე პროგრამები ან პროდუქტები დაექვემდებაროს გამოყენების სპეციალურ პირობებს, რომელთა გაცნობაც მომხმარებელს შეეძლება.
  3. RENXO-ს წინასწარი მკაფიო წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია RENXO-ს სერვერებზე განთავსებული ზარის მონოფონიური და პოლიფონიური მელოდიების, ზარის MP3-ფორმატის მელოდიების, ეკრანმზოგების, ფონების, თამაშების, აპლიკაციების ან/და ვიდეოების სრულად ან ნაწილობრივ შეცვლა, დუბლირება, რეპროდუცირება, ჩართვა და დისტრიბუცია სხვა სერვისებსა თუ რომელიმე სხვა ტიპის მხარდაჭერაში. კონტენტის ჩამოსატვირთად გაცემული ლიცენზია არ იძლევა ნებართვას, რომ მოხდეს ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ნამუშევრების სრული ან ნაწილობრივი რეპროდუცირება მხარდაჭერის სხვა მედიასაშუალებებში ან მათი პირადი ასლები გაიყიდოს. ჩამოტვირთული ასლი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.
  4. შემოთავაზებული პროდუქტები და სერვისები განკუთვნილია ექსკლუზიურად მხოლოდ იმ მობილური სატელეფონო კომპანიების მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი ავტორიზაცია Renxo-ს პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ ასეთი კომპანიების მომხმარებლების მობილური ტელეფონები პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებისა თუ შეძენისთვის შესაფერისია.
  5. RENXO შუამავალია, რომლის მეშვეობითაც წინამდებარე დოკუმენტის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი კომპანიები აწვდიან პროდუქტებსა და სერვისებს თავიანთ კლიენტებს ან/და მომხმარებლებს. ასეთ კომპანიები განკარგავენ ანგარიშების გამოწერას პროდუქტებისა და სერვისებისთვის, რომელთა საფასურიც მომხმარებლებმა შესაბამის კომპანიებს უნდა გადაუხადონ. RENXO-ს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა პროდუქტებისა და სერვისებისთვის გამოწერილ ანგარიშებთან დაკავშირებული სასამართლო თუ არასასამართლო საჩივრების შემთხვევაში. ნებისმიერი მოთხოვნით აღნიშნულ კომპანიებს უნდა მიემართოს.
  6. RENXO-ს მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტები და სერვისები არ არის შესაფერისი ან თავსებადი მობილური ტელეფონის ყველა ტიპთან და მოდელთან. RENXO-ს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი ტიპის პროდუქტის ან/და სერვისის შეძენამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შეძენის შესაბამის ინსტრუქციას ვებსაიტზე და შეამოწმოთ, შესაფერისია თუ არა თქვენი მობილური ტელეფონი იმ სერვისთან ან/და პროდუქტთან, რომლის შეძენაც გსურთ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით. RENXO არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მობილურ ტელეფონებში გამოსაყენებლად შეძენილ პროდუქტებზე ან/და სერვისებზე, რომლებიც არ არის შესაფერისი ასეთი გამოყენებისთვის. RENXO არ იძლევა გარანტიას, რომ ვებსაიტზე მოცემული ინფორმაცია, პროგრამული უზრუნველყოფა, პროდუქტები ან/და სერვისები შესაფერისი და გამოსადეგი იქნება რაიმე აქტივობისა თუ მიზნისთვის. RENXO ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა დადგეს პროდუქტებისა თუ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული იმედგაცრუების ან მათ მიმართ მომხმარებლის შესაძლო მოლოდინის გაუმართლებლობის შედეგად.
  7. RENXO იტოვებს უფლებას, ცალმხრივად გააუქმოს ვებსაიტზე ხელმისაწვდომი ნებისმიერი კონტენტი, სერვისი, დამხმარე პროგრამა თუ პროდუქტი.
  8. RENXO არ არის პასუხისმგებელი იმ ვებგვერდების ტექნიკურ ხელმისაწვდომობასა თუ კონტენტზე, რომლებსაც მომხმარებელი ვებსაიტზე მოცემული ბმულების მეშვეობით ეცნობა.
  9. RENXO არ იღებს პასუხისმგებლობას ვებსაიტზე მოცემული რომელიმე ბმულის მეშვეობით გახსნილ ვებგვერდებზე განთავსებული კონტენტის გათვალისწინებით ან გამოყენებით მომხმარებლებისთვის გამოწვეულ ზიანზე.
  10. მომხმარებელი ადასტურებს, რომ RENXO-ს ვებსაიტზე განთავსებული კონტენტი, დამხმარე პროგრამები და პროდუქტები დაცულია საავტორო უფლებების დაცვის კანონებით და მათთან დაკავშირებით როგორც სამეწარმეო, ისე ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ეკუთვნის RENXO-ს. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი ვალდებულებას იღებს, დაიცვას გამოყენების ამ ზოგად პირობებში განსაზღვრული წესები და პირობები, მხოლოდ ის იქნება პასუხისმგებელი მხარე მესამე პირებთან დაკავშირებულ დარღვევებზე და, შესაბამისად, თავადვე იღებს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე.
  11. მომხმარებელი ადასტურებს, რომ ვებსაიტზე შემოთავაზებული და ინტეგრირებული ნებისმიერი კონტენტის, დამხმარე პროგრამებისა და პროდუქტების რეპროდუცირება, დუბლირება, შეცვლა, გავრცელება, კომერციული წარმოება, დეკომპილირება, დაშლა, მისი საწყისი კოდის მისაღებად რევერსიული ინჟინერიის მეთოდების ან სხვა საშუალებების გამოყენება, გარდაქმნა ან უნებართვოდ გამოქვეყნება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევად ითვლება და, შესაბამისად, ვალდებულების ნაწილია, რომ ადგილი არ ჰქონდეს ზემოაღნიშნულ რომელიმე ქმედებას.
  12. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ გამოიყენებს პროდუქტებს ვებსაიტიდან იმისთვის, რომ შეასრულოს ან სხვას ურჩიოს უკანონო საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგა მორალს და ქცევის საზოგადოდ მიღებულ ნორმებს.
  13. ამას გარდა, ვებსაიტისა და მისი მეშვეობით შემოთავაზებული პროდუქტების გამოყენებისას მომხმარებელი უნდა მოერიდოს ისეთ უკანონო, ამორალურ თუ სხვა ქმედებებს, რომელთა შედეგადაც, შესაძლოა, დაირღვეს RENXO-ს ან/და მესამე მხარეების სამეწარმეო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, შეილახოს მესამე მხარეების ღირსება, პირადი თუ ოჯახური ინტიმურობა ან რეპუტაცია, ამავდროულად კი ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან უნდა გაათავისუფლოს RENXO ასეთი გამოყენების გამო მის წინააღმდეგ სასამართლო თუ არასასამართლო საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.
  14. მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს პროდუქტები RENXO-ს, მისი მიმწოდებლებისა თუ მესამე მხარეების კუთვნილი მონაცემების, პროგრამული უზრუნველყოფის ან ელექტრონული დოკუმენტების გასანადგურებლად, შესაცვლელად, დასაზიანებლად ან მწყობრიდან გამოსაყვანად, არც იმისთვის, რომ განათავსოს ან ქსელში ჩართოს ვირუსი, მავნე პროგრამა ან ნებისმიერი ფიზიკური თუ ელექტრონული ხელსაწყო ან მოწყობილობა, რომელიც იწვევს ან შეიძლება იწვევდეს ნებისმიერ ცვლილებას მესამე მხარეების ქსელში, სისტემასა თუ აღჭურვილობაში. ანალოგიურად, მკაფიოდ იკრძალება ნებისმიერი სახის აქტივობა თუ პრაქტიკა, რომელიც არღვევს ინტერნეტმომხმარებლებს შორის დამკვიდრებულ ქცევის ზოგად ნორმებს. ამას გარდა, ნებისმიერ მხარეს, რომელიც განახორციელებს გამოყენების ამ პირობებით აკრძალულ ქმედებებს, დაეკისრება სისხლისსამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა ზიანზე, რომელიც გამოიწვია ან რომელსაც მომავალში გამოიწვევს.
  15. RENXO არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიმართ დამდგარ ზიანზე იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება წინამდებარე ზოგად პირობებს დაქვემდებარებული სერვისის უზრუნველყოფა შემთხვევით მომხდარი მოვლენების, ფორსმაჟორული გარემოებების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებიც RENXO-ს ვერ მიეწერება.
  16. RENXO არ იღებს პასუხისმგებლობას ვებსაიტის გაუმართაობის გამო, თუ ამას იწვევს ტექნიკური სამუშაოები, ინციდენტები, რომლებიც გავლენას ახდენს მობილურ სატელეფონო კომპანიებზე, მომხმარებლის მოწყობილობის არასწორი კონფიგურაცია ან არასაკმარისი სიმძლავრე იმ სისტემების მხარდასაჭერად, რომლებიც საჭიროა სერვისით სარგებლობისთვის.
  17. RENXO მომხმარებლებთან ურთიერთობის მთავარ, უმნიშვნელოვანეს ნაწილად მოწოდებული ინფორმაციის ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის დაცვას მიიჩნევს. ამ მხრივ, თქვენი თანხმობა იმის თაობაზე, რომ RENXO-მ დაამუშაოს მიწოდებული მონაცემები და მთელი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეგროვდეს სერვისის გამოყენების პერიოდში, საჭიროა იმისთვის, რომ შევძლოთ შეძენილი სერვისების უზრუნველყოფა. ამ მიზნით RENXO ვარაუდობს, რომ მომხმარებელი იცავს შესაბამის პირობებს და ეთანხმება მათ, რაც დასტურდება სერვისის პირველი შეძენით. RENXO‑მ შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი მოწყობილობა ან/და პროგრამული უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მის მიერ შემოთავაზებულ სერვისებთან და პროდუქტებთან დაკავშირებით მოიპოვოს სტატისტიკური ინფორმაცია დეპერსონალიზებული ფორმით. RENXO-ს შეუზღუდავად შეუძლია ასეთი ინფორმაციის გამოყენება ნებისმიერი საქმიანი მიზნისთვის, მათ შორის, ბაზრის კვლევების მომზადებისთვის ან მიმდინარე თუ სამომავლო პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის. RENXO მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენს, რომ დაიცვას პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და შეასრულოს მათი დაცვის მოვალეობა, ასევე, ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რომ არ დაუშვას მათი შეცვლა, დაკარგვა, უნებართვო განკარგვა ან მათზე უნებართვო წვდომა. RENXO მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენს უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, რაც შეიძლება საჭირო იყოს იმისთვის, რომ არ დაიშვას უნებართვო წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც გადაიცემა ან ინახება სერვისის მეშვეობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონტექსტში სერვისის ან ქსელის მეშვეობით გადაცემული ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისგან სრულად დაზღვეული ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, RENXO არ აგებს პასუხს ქსელის ან თავად სერვისის მეშვეობით გადაცემულ ინფორმაციაზე ნებისმიერი უნებართვო წვდომის შესაძლო შედეგებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებას.
  18. RENXO-ს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი ტექნიკური თუ სამართლებრივი მიზეზით, შეცვალოს, შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს შეთავაზებული კონტენტის გავრცელება და როგორც სერვისების უზრუნველყოფის საშუალებების, ისე პროდუქტების შემოთავაზებები.
  19. RENXO-ს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ მოვლენაზე, ქმედებასა თუ პირდაპირ ან ირიბ ზიანზე, რომელიც, შესაძლოა, მომხმარებლებს ან მესამე მხარეებს შეემთხვეთ ვებსაიტის ან/და პროდუქტების გამოყენების შედეგად.
  20. RENXO არ არის პასუხისმგებელი იმ ვებსაიტის მიღმა არსებული შესაძლო ვებსაიტების კონტენტზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სარეკლამო ბანერების მეშვეობით ხელმისაწვდომ საიტებზე განთავსებული ბმულების საშუალებით.
  21. RENXO-ს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ნებისმიერი სახის ზიანსა თუ დანაკარგებზე, რომელთა მიზეზადაც მომხმარებელი ვებსაიტზე შეთავაზებული ამა თუ იმ სერვისის გაუმართაობას, ინფორმაციის მიუღებლობას ან/და მის უზუსტობას ან არასისრულეს მიიჩნევს. ვებსაიტის მეშვეობით გავრცელებულ და შემოთავაზებულ კონტენტზე, სერვისებსა და პროდუქტებზე მომხმარებელი წვდომას ახორციელებს საკუთარი პასუხისმგებლობითა და რისკით.

სერვისების გამოწერის საშუალება

  1. RENXO პოტენციურ მომხმარებლებს სერვისების გამოწერის საშუალებას სთავაზობს იმისთვის, რომ მიაწოდოს სერვისები, რომლებსაც გამოყენების წინამდებარე პირობები არეგულირებს.
  2. ყველა შემთხვევაში (ნებისმიერი სახელით, დენომინაციით, წოდებითა თუ სხვა მსგავსი ნიშნებით) ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას კონტენტზე, ინტერპრეტაციასა თუ სხვა პრობლემასა თუ საკითხზე შემთხვევით ინფორმაციასთან ან გაცემულ პროგნოზებთან დაკავშირებით, რომლებიც სრულად დამოკიდებულია შემთხვევითობაზე ან სპეციალისტებზე, რომლებთანაც ჩატარდა კონსულტაცია. მოწოდებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მიმღების გართობისთვის და მისი ინტერპრეტაცია მხოლოდ ამ კონტექსტში უნდა მოხდეს. ნებისმიერი მიღებული შეტყობინება არ უნდა ჩაითვალოს იმ მკურნალობის, კონსულტაციის ან რჩევის სათადარიგო ან ჩამნაცვლებელ ვარიანტად, რომელიც შეიძლება უზრუნველყოს სპეციალისტმა, როგორიცაა ექიმი, ადვოკატი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფინანსური აგენტი, არქიტექტორი, ინჟინერი და ა.შ. შესაბამისად, არ არის შემოთავაზებული არანაირი სახის ან ხასიათის გარანტია, ორგანიზატორს კი არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ სერვისით ან მისი გამოყენებისას მიღებული ინფორმაციით სარგებლობაზე ან მის ინტერპრეტაციაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მასალა უკვე არსებული და პოპულარული ფრაზებისა და გამონათქვამების ჩაწერის შედეგია.
  3. სერვისის ღირებულებისა და მისი სიხშირის შესახებ მომხმარებელს ეცნობება სერვისის გამოწერამდე. ეს შეიძლება განსხვავდებოდეს შეძენილი გეგმისა და მობილური სატელეფონო ოპერატორის მიხედვით. საბოლოო ფასი ყოველთვის დამოკიდებული იქნება თითოეული მომხმარებლის საგადასახადო მდგომარეობაზე, ასევე, სპეციალურ ტარიფებსა და კონტრიბუციებზე, რომლებიც შეიძლება შეგროვდეს მესამე მხარეებისგან. ყველა შემთხვევაში სერვისის მიწოდებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ გამომწერს თავის წინასწარი გადახდის გეგმაში ჰქონდეს კრედიტის ლიმიტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სერვისის ეფექტური უზრუნველყოფა, ასევე, ის, რომ გამომწერმა არ მოითხოვოს სერვისის შეწყვეტა.
  4. შესაძენი და გამოსაწერი ერთეულების მინიმუმი დამოკიდებულია შეძენილ გამოწერის გეგმაზე და ცნობილი იქნება გამოწერამდე. ზოგადად, ეს არის ყოველდღიურად მიღებული 1 (ერთი) SMS, თუმცა შეძენილ გამოწერის გეგმას შეიძლება განსხვავებული სიხშირე ჰქონდეს (ყოველკვირეული, ყოველთვიური და ა.შ.)
  5. თითოეულ SMS-ს (ტექსტურ შეტყობინებას), რომელიც გულისხმობს სერვისის გამოწერას ან შეწყვეტას, გააჩნია ცვლადი ღირებულება, რომელიც დამოკიდებულია გეგმასა და მიმწოდებელ კომპანიაზე. გამოწერის განახლების სისტემა ავტომატურია, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული გამოწერის გეგმის კონკრეტულ პირობებში. კონკრეტული კონტენტის შემცველი პირველი SMS-ის მიღებისას მომხმარებელს სერვისის შეწყვეტის მოთხოვნაც შეუძლია. ორივე შემთხვევაში ოპერაციული სისტემა თავად მიუთითებს, თუ რა წესითა და მეთოდით იქნება შესაძლებელი სერვისის განუახლებლობის ან შეწყვეტის მოთხოვნა, რომელიც ძალაში შევა გამოწერის შეწყვეტის სურვილის გამოთქმის შემდეგ მეორე დღიდან. მაგალითად, სერვისის შეწყვეტის მოსათხოვნად მომხმარებელს შეუძლია SMS-ის გაგზავნა სიტყვით STOP ან EXIT იმავე მოკლე ნომერზე, რომელზეც გაიგზავნა სერვისის გამოწერის მოთხოვნა. ამას გარდა, სერვისის შეწყვეტის მოსათხოვნად მომხმარებელს შეუძლია ელწერილის გაგზავნა მხარდაჭერის ფორმის მეშვეობით. ვებსაიტზე ხელმისაწვდომი სექციიდან ჩემი ანგარიში მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ყველა იმ სერვისის შეწყვეტა, რომლებიც გამოწერილი აქვს. ამ სექციაზე წვდომისთვის საჭიროა ავტორიზაცია PIN-კოდით ან მომხმარებლის სახელითა და პაროლით, თუ შექმნილი იყო ანგარიში. ამ სექციაში მომხმარებელს შეეძლება წვდომა მიმდინარე გამოწერის თითოეული გეგმის შეთანხმებულ პირობებზე.
  6. ზოგიერთ შემთხვევაში RENXO-მ შეიძლება მომხმარებელს შესთავაზოს ბონუსქულები ან/და სხვა სარგებელი იმისთვის, რომ მან განაგრძოს გამოწერა დამატებითი პერიოდის განმავლობაში. ასეთ შეთავაზებებზე თანხმობა გულისხმობს იმის გაცნობიერებას, რომ მომხმარებელმა არ შეიძლება გააუქმოს სერვისი, სანამ გარკვეული დრო არ ამოიწურება, რაც დამოკიდებულია სერვისსა და კონკრეტულ შეთავაზებაზე.
  7. სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც Renxo-ს სერვისებისა და პროდუქტების შესაბამისი ავტორიზაციის მქონე მობილური სატელეფონო ოპერატორების მომხმარებელიცაა. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონის შემთხვევაში ყველა სამართლებრივი მიზნით ჩაითვლება, რომ ის არის პირი, რომელიც სარგებლობს სერვისით. ყველა შემთხვევაში მობილური სატელეფონო ხაზების მფლობელები უნდა იყვნენ 21 წელზე უფროსი ასაკის და არ უნდა ჰქონდეთ გადაუხდელი ანგარიშები სერვისებთან დაკავშირებული პერიოდის განმავლობაში.
  8. ერთი (1) ტექსტური შეტყობინების გაგზავნა (თითოეული პროვაიდერისთვის გააქტიურებული ნომრის მიხედვით) გულისხმობს სრულ თანხმობას გამოყენების წინამდებარე პირობებზე.
  9. გამოწერის ზოგიერთ გეგმაში შეთავაზებულია ჩამოსატვირთი კონტენტი. ასეთი გეგმების ფარგლებში მომხმარებელი აგროვებს ქულებს ერთგულების სქემაში რამდენიმე საშუალებით (ასეთია, მაგალითად, ტექსტური შეტყობინებების მიღება, ქულების პაკეტების შეძენა და ა.შ.). აღნიშნული ხერხით სპეციალურად იმ გეგმის გამოწერა, რომელშიც შემოთავაზებულია კონტენტის ჩამოტვირთვა, ზემოაღნიშნული პირობების გარდა, გულისხმობს ორგანიზატორის დამოუკიდებელ და შეუცვლელ უფლებას, რომ მომხმარებლის მიერ მოპოვებულ ქულებში გაცვალოს შეთავაზებული პროდუქტები (ანუ ზარის პოლიფონიური მელოდიები, ფონები, ანიმაციები, რეალური ხმოვანი ჩანაწერები, MP3-ფაილები, ვიდეოები, თამაშები, აპლიკაციები და ა.შ.) გამოწერის დროს და მაქსიმუმ ორი (2) დღის განმავლობაში, თუ მოთხოვნილი იქნება სერვისის შეწყვეტა და მომხმარებელი ხელახლა გამოიწერს. გამოწერა გულისხმობს მომხმარებლის მიერ ნებართვის გაცემას იმის თაობაზე, რომ მიიღოს დამატებითი ტექსტური შეტყობინებები ან გაფრთხილებები ორგანიზატორისგან.
  10. გამოწერის თითოეული პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს გამოწერის თითოეული შეძენილი გეგმის კონკრეტული პირობების მიხედვით. ასეთი კონკრეტული პირობების გაცნობა შესაძლებელია სექციიდან ჩემი ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებსაიტზე.
  11. გამოწერის ზოგიერთ გეგმაში შემოთავაზებულია ფიქსირებულ ფასად ქულების პაკეტის შეძენის შესაძლებლობა. როგორც დაგროვებული ქულების რაოდენობის, ისე მათი ფასისა და ხელშეკრულების კონკრეტული პირობების გაცნობა შესაძლებელია სექციიდან ჩემი ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებსაიტზე.
  12. კონტენტის ჩამოტვირთვით სარგებლობისთვის საჭირო ქულების რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც კონკრეტული კონტენტის, ისე გამოწერის შეძენილი გეგმის მიხედვით და მისი გაცნობა შესაძლებელია სექციიდან ჩემი ანგარიში, გამოწერის იმჟამად მოქმედი გეგმის არჩევის მეშვეობით, შემდეგ კი კონკრეტული კონტენტის ყველა ეკრანზე ასახული იქნება სარგებლობისთვის საჭირო ქულების რაოდენობა.
  13. დაგროვებული და დარჩენილი ქულების საერთო რაოდენობის გასაცნობად გახსენით WAP-პორტალი (მობილური ინტერნეტგვერდი) გამოწერის შესაბამისი შეძენილი გეგმისთვის ან სექცია ჩემი ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებსაიტზე.
  14. სერვისის შეწყვეტის მოთხოვნის გაუქმების ვადაა 48 საათი (2 დღე). ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ თარიღამდე დაგროვებული ქულების საერთო რაოდენობა აღარ იქნება ძალაში და არც გამოყენებადი ან აღდგენადი იქნება ახალი გამოწერის შემთხვევაშიც კი.
  15. დაგროვებულ ქულებს შეიძლება ვადა ამოეწუროს, თუ არ გამოიყენება იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება გამოწერის თითოეული შეძენილი გეგმის გამოყენების კონკრეტული პირობების მიხედვით. ზოგადად, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მისასალმებელი ქულების ვადა იწურება გაცემიდან შვიდ (7) დღეში, ყველა დანარჩენი ქულის ვადა კი იწურება ოცდაათი (30) დღის შემდეგ. შესაბამისი პერიოდის დასრულების შემდეგ ვადაგასული ქულები აღარ იქნება ძალაში და არცერთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებადი ან აღდგენადი. გამოწერის თითოეული გემის კონკრეტული პირობების გაცნობა შესაძლებელია სექციიდან ჩემი ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებსაიტზე.
  16. არ არის აუცილებელი, რომ ქულები შეგროვდეს იმავე პირისა თუ მობილური ტელეფონის ნომრისთვის, რადგან გამოწერის თითოეული გეგმა ცალ-ცალკე იმართება. ამის მიუხედავად, გამოწერის ზოგიერთი გეგმა ქულებს ერთსა და იმავე საერთო ფონდში აგროვებს. ქულების თითოეულ საერთო ფონდში დაგროვებული ქულების ჯამური რაოდენობის გაცნობა შესაძლებელია სექციიდან ჩემი ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებსაიტზე.
  17. თუ ორგანიზატორი არ მიიღებს შესაბამის ოდენობას თქვენი შეტყობინებებიდან ან ჯამს გამოწერის 30-დღიან პერიოდებთან დაკავშირებით, გამოწერა ვადაგასულად ჩაითვლება და გამომწერი დაკარგავს ყველა უფლებას, რომლებიც, შესაძლოა, მინიჭებული ჰქონდეს.
  18. ეჭვის ან შეკითხვების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ელწერილი მხარდაჭერის ფორმის მეშვეობით.
მომსახურების წესები და პირობები
კონფიდენციალურობის დებულება